"ღვინის დიდი ენციკლოპედია" სპეციალურ ფასად!
font-large font-small
"ღვინის დიდი ენციკლოპედია" სპეციალურ ფასად!
"პალიტრა L"-ში ხშირად შემოდიოდა მომხმარებელთა ზარები, წერილები. გვთხოვდნენ, ეს წიგნი როგორმე მეტად ხელმისაწვდომი გაგვეხადა


"...იქნებ ვაზია სამშობლო? აბა, დააკვირდით, თუ დაბლარია, დაჩოქილმა უნდა დაკრიფო, თუ მაღლარია - ცაში ხელაპყრობილმა, ორივე საოცრად ჰგავს ლოცვას, ლოცვა კი ისე არაფერს უხდება, როგორც სამშობლოს", - წერდა ნოდარ დუმბაძე. ამიტომაა, რომ საქართველოში ვაზი და ღვინო ყველგან გვხვდება - რელიგიაში, ტრადიციებში, ფერწერაში, ფოლკლორში, ისტორიასა და ყოველდღიურობაშიც.
ახლახან "პალიტრამედიის" მონაწილეობით ჩატარებული ღვინის ფესტივალი დიდ და დაუვიწყარ ზეიმად იქცა. ფესტი­ვალის მსვლელობისას სტარტი აიღო ალლწინე.გე-ს პროექტმა - "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ!" საუკეთესო ღვინის ათეულის გამოსავლენად, სახალხო კონკურსი ახლაც მიმდინარეობს და მთელი საქართველოა ჩართული.

კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ღვინის პოპულარიზაციას უწყობს ხელს, არის სასაჩუქრე გამოცემა - "ღვინის დიდი ენციკლოპედია". ეს წიგნი, მრავალათასიანი ტირაჟით, "პალიტრა L"-მა პირველად 2016 წელს გამოსცა და 2017 წლის სექტემბერში ტირაჟი გაიმეორა. ამჯერად კი, მკითხველის თხოვნით, "ღვინის დიდი ენციკლოპედიის" კიდევ ერთი ტირაჟი მზადდება, თუმცა, უკვე ორ ტომად.
ამ გამოცემის აუცილებლობასა და სხვა საინტერესო დეტალებზე "პალიტრა L"-ის დირექტორი, თინა ასათიანი გვესაუბრება:

- 2016 წელს გამომცემლობა "პალიტრა L"-მა გამოსცა "ღვინის დიდი ენციკლ­ოპედია". ეს გამოცემა წარმოადგენს დიდი და ცნობილი ფრანგული გამომცემლობა "ლარუსის" პროექტს. "ღვინის დიდი ენციკლ­ოპედია" ევროპის ბაზარზე ძალიან პოპულარულია. ჩვენ კი ქართველ მკითხველსაც მივეცით მისი გაცნობის საშუალება და 2016 წლის ოქტომბერში გამოვეცით.
რაც შეეხება წიგნის შინაარსს, ის პირობ­ითად ორ მთავარ ნაწილად შეიძლება დავყოთ. პირველ ნაწილში ვაზისა­ და ღვინის, მისი შენახვისა და დეგუსტაციის შესახებ მოგითხრობთ. მეორე ნაწილში კი წარმოდგენილია ღვინის მწარმოებელი ის­ ქვეყნები, რომელთაც მსოფლიო ბაზარზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ. ამ ქვეყნებს შორის არის საქართველოც. ამიტომ, ბუნებრივია, საქართველოს, როგორც ღვინისა და ვაზის აკვანს, თავისი ადგილი უჭირავს ამ გამოცემაში.

გამოცემიდან 8 თვეში "ღვინის დიდი ენციკლოპედიის" სრული ტირაჟი (3 500 ცალი) გაიყიდა, მიუხედავად იმისა, რომ წიგნის ფასი საკმაოდ მაღალი - 130 ლარია. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, ახალი ტირაჟი დაგვებეჭდა, რომელიც ახლახან, სექტემბრის თვიდან ხელმისაწვდომი გახდა ბაზარზე და ისევ წარმატებით იყიდება. მიუხედავად ამისა, "პალიტრა L"-ში ხშირად შემოდიოდა მომხმარებელთა ზარები, წერილები. გვთხოვდნენ, ეს წიგნი როგორმე მეტად ხელმისაწვდომი გაგვეხადა - მოგვეწყო დიდი ფასდაკლება ან მოგვეფიქრებინა რაღაც ახალი გზა... მომხმარებლის სურვილი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია და ამიტომ გადავწყვიტეთ, ცარცირებული ქაღალდი შეგვეცვალა ასევე მაღალი ხარისხის საწიგნე ქაღალდით. რაც მთავარია, ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ დავარწმუნეთ ფრანგი გამომცემლები, რომ მოეცათ ჩვენთვის, დამოუკიდებლად, ჩვენ მიერ შერჩეულ სტამბაში დაბეჭდვის უფლება. ამის შემდეგ მოეწყო საერთაშორისო ტენდერი ბეჭდვაზე და აი, შედეგიც! 130-ლარიანი წიგნის მიწოდებას ქართველი მკითხველისთვის 47 ლარად მოვახერხებთ! წიგნს შევუცვალეთ დიზაინიც. "ღვინის დიდი ენციკლოპედიის" ახალ გამოცემას, რომელიც მომხმარებელთა­ თხოვნით მოვამზადეთ, მოოქრული გვერდები ექნება.

- საინტერესოა, შეღავათიან­ ფასად თუ იქნება შესაძლებელი მისი შეძენა?
- სწორედ ხელმისაწვდომობის მიზ­­ნით,­ მომხმარებელს საშუალება მივეცით,­ წიგნის შესაძენად ბიუჯეტი ორ თვეზე­ გადაენაწილებინა და ამიტომაც წიგნი ორ ნაწილად დავყავით. "ღვინის­ დიდი ენციკლოპედიის" პირველი ტომი 4 დეკემბერს გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გაიყიდება და მისი შეძენა გაზეთის მკითხველისთვის 25 ლარად იქნება შესაძლებელი­. მეორე ტომს კი 1-ლი იანვრიდან მიიღებს მკითხველი და მისი რეალიზაცია "კვირის პალიტრასთან" ერთად ისევ 25 ლარი იქნება.
ვფიქრობთ, მომხმარებლის თხოვნა აბსოლუტურად გავითვალისწინეთ და მათი სურვილი დავაკმაყოფილეთ. 4 დეკემბრიდან "პალიტრა L"-ის ერთგული მკითხველისთვის სასურველი წიგნის - "ღვინის დიდი ენციკლოპედიის" შეძენა ქვეყნის ყველა წერტილში იქნება ხელმისაწვდომი როგორც ფასით, ასევე რაოდენობითაც.


ეკა სალაღაია

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
12.12.2017
სად შეილება ყიდვა?
სოლომონი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მსახიობმა თამუნა აბშილავამ "ჩემი ცოლის დაქალებში" მაჭანკლის პერსონაჟით მაყურებლის ყურადღება და დიდი მოწონება დაიმსახურა.
მერაბი ყოფილი მძღოლია. მამამისიც მძღოლი იყო და ბაბუამისიც, ამიტომ როცა სკოლის დამთავრებისთანავე საქალაქთაშორისო ავტობუსზე მოინდომა მუშაობა, არავის გაჰკვირვებია.
ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და შეფ-მზა­რე­უ­ლად და კარ­გად იცის ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გე­მოვ­ნე­ბა:
აღარ ვაპირებ "საიდუმლო სანტას" თავი გავაბითურებინო
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
"კე­თილ­დღე­ო­ბა თა­ვი­სით არ მო­დის, უნ­და წახ­ვი­დე და ის აიღო"
ახ­ლა­ხან ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მსოფ­ლიო დღე აღი­ნიშ­ნა.
შე­მოდ­გო­მა ჯა­დოს­ნუ­რი პე­რი­ო­დია და ბევ­რის­თ­ვის ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დაწყე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვას­თან ასო­ცირ­დე­ბა.
ამ­ბო­ბენ, მას­წავ­ლებ­ლო­ბა და­უ­ფა­სე­ბე­ლი პრო­ფე­სიააო, მაგ­რამ არა მგო­ნია, ასე იყოს
კვირის სიახლეები
რა შეიცვლება მომავალი წლიდან "მხრჩოლავი ჯიპების" ქალაქში?
ე.წ. ტექდათვალიერება საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდება
1 კომენტარი
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
13 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
11 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
1 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
14 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
2 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

1 კომენტარი