რო­გორ და­ვა­ლა­გოთ რიცხ­ვე­ბი "ზრდი­ლო­ბის" მი­ხედ­ვით
font-large font-small
რო­გორ და­ვა­ლა­გოთ რიცხ­ვე­ბი "ზრდი­ლო­ბის" მი­ხედ­ვით
ამ­ბო­ბენ, მას­წავ­ლებ­ლო­ბა და­უ­ფა­სე­ბე­ლი პრო­ფე­სიააო, მაგ­რამ არა მგო­ნია, ასე იყოს



ზუს­ტად ერ­თი კვი­რა მო­ან­დო­მა ერთ-ერ­თი სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა ფიქრს, 15 წუ­თით შე­ვეშ­ვი თუ არა რო­მე­ლი­მე კლას­ში, ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის სა­ხა­ლი­სო გაკ­ვე­თი­ლი რომ ჩა­მე­ტა­რე­ბი­ნა და პე­და­გო­გებ­საც გავ­სა­უბ­რე­ბო­დი პრო­ფე­სი­ი­სა და გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ. ქალ­ბა­ტონ­მა დი­რექ­ტორ­მა დი­დი ჭოჭ­მა­ნის შემ­დეგ გა­დაწყ­ვი­ტა, რომ მე, რო­გორც შეგ­ნე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი და მშო­ბე­ლი, სწო­რად მივ­ხ­ვ­დე­ბო­დი უარის მი­ზეზს. შეგ­ნე­ბუ­ლად რომ ჩამ­თ­ვა­ლა, რა თქმა უნ­და, ძა­ლი­ან მე­სი­ა­მოვ­ნა, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­ინც ვერ მივ­ხ­ვ­დი, რი­სი შე­ე­შინ­და და ვის­გან ან რის­გან და­იც­ვა სა­კუ­თა­რი სკო­ლა და მას­წავ­ლე­ბელ-მოს­წავ­ლე­ე­ბი.



კი­დევ ერთ სკო­ლა­ში ვცა­დე ბე­დი, მაგ­რამ იქაც ამა­ოდ (რა­მაც კი­დევ ერ­თხელ და­მარ­წ­მუ­ნა, რომ სამ­წუ­ხა­როდ, სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზე არ არის) და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ გა­დავ­წყ­ვი­ტე, კერ­ძო სკო­ლას ვსტუმ­რე­ბო­დი და იქა­უ­რი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის ვყო­ფი­ლი­ყა­ვი მას­წავ­ლებ­ლის ამ­პ­ლუ­ა­ში.
დი­ლის 8 სა­ათ­ზე სკო­ლის­კენ მი­მა­ვალს, გო­ნე­ბა­ში სკო­ლის დრო­ინ­დე­ლი ონავ­რუ­ლი ამ­ბე­ბი ამო­მი­ტივ­ტივ­და - ნე­ტავ, რას ვერ­ჩო­დით და უსი­ა­მოვ­ნო სი­ურ­პ­რი­ზებს რა­ტომ ვუწყობ­დით ხოლ­მე ჩვენს საყ­ვა­რელ პე­და­გო­გებს? იმ იმე­დით, რომ ახ­ლა უკ­ვე მას­წავ­ლებ­ლის როლ­ში მყოფს რა­მე სი­ურ­პ­რიზს მეც არ და­მახ­ვედ­რებ­დ­ნენ, გამ­ბე­და­ვად შე­ვა­ღე II კლა­სის კა­რი და ბავ­შ­ვებს მი­ვე­სალ­მე თუ არა, სა­ოც­რად დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა ვიგ­რ­ძე­ნი - 13 პა­ტა­რა ცნო­ბის­მოყ­ვა­რე შე­მომ­ც­ქე­რო­და და ინ­ტე­რე­სით ელო­და, რას ვეტყო­დი და ახალს რას ვას­წავ­ლი­დი...
- ბავ­შ­ვე­ბო, მო­დი, გა­იხ­სე­ნეთ თქვე­ნი პირ­ვე­ლი დღე სკო­ლა­ში...
- არც კი მი­ტი­რია, მო­ვე­დი თუ არა, მერ­ხ­თან დავ­ჯე­ქი, - ამა­ყად მი­პა­სუ­ხა ერ­თ­მა ბიჭ­მა.

- შენ რა გქვია?

- სო­სი­კო.
- დი­რექ­ტო­რის შვი­ლიშ­ვი­ლია ეგ, - სას­წ­რა­ფოდ ჩა­მა­ყე­ნა საქ­მის კურ­ს­ში ერ­თ­მა ონა­ვარ­მა ბიჭ­მა, ნი­კომ და ხე­ლი თა­ნაკ­ლა­სე­ლი გო­გო­ნას­კენ გა­იშ­ვი­რა, - სო­სი­კომ არა, მაგ­რამ აი, მა­გან კი იტი­რა.
ნუ­ცა ძა­ლი­ან გა­ნაწყენ­და: - მატყუ­ა­რა ხარ და მე­ტი არა­ფე­რი, - უპა­სუ­ხა "ბრალ­მ­დე­ბელს" და თვა­ლე­ბი აუწყ­ლი­ან­და. ვიდ­რე მარ­თ­ლა ატირ­დე­ბო­და, სა­სა­უბ­რო თე­მა შევ­ც­ვა­ლე.
- კარ­გი, კარ­გი, ვი­ცი, რომ მტი­რა­ლა ბავ­შ­ვე­ბი არა ხართ. აბა, მითხა­რით, რო­გო­რი გაკ­ვე­თი­ლე­ბი მოგ­წონთ?
- სა­ინ­ტე­რე­სო, აქ­ტი­უ­რი, მხი­ა­რუ­ლი, - ყვე­ლამ ერ­თხ­მად მი­პა­სუ­ხა.
- მა­შინ რამ­დე­ნი­მე სა­ხა­ლი­სო ამო­ცა­ნას გეტყ­ვით და ვნა­ხოთ, ვინ იყო­ჩა­ღებს: მე­ზო­ბელს 6 ვა­ჟი ჰყავს, თი­თო ვაჟს - ერ­თი და­ი­კო. აბა, ვინ გა­მო­იც­ნობს, რამ­დე­ნი შვი­ლი ჰყო­ლი­ათ?
უნ­და მო­გეს­მი­ნათ, კლას­ში რა ჟრი­ა­მუ­ლი ატყ­და: მას­წავ­ლე­ბე­ლო, 11? 12? ბო­ლოს ერ­თ­მა პა­ტა­რა გო­გომ, აისუნ­მა წა­მო­ი­ძა­ხა სწო­რი პა­სუ­ხი: 7 შვი­ლი ჰყავ­და­თო. მსგავ­სი ამო­ცა­ნე­ბი რომ მო­ვი­ლი­ეთ, ბავ­შ­ვებს ვკითხე, ქარ­თუ­ლი ზღაპ­რე­ბი თუ უყ­ვართ.
- მე "ნა­ცარ­ქე­ქი­ა" მომ­წონს - ზარ­მა­ცი კია, მაგ­რამ მო­ხერ­ხე­ბუ­ლია, - მე­უბ­ნე­ბა გაბ­რი­ე­ლი.
- მე "კომ­ბ­ლე" მიყ­ვარს, მას­წავ­ლე­ბე­ლო, ცხვრე­ბი მგელ­მა რომ შე­უ­ჭა­მა და მე­რე რომ გა­და­არ­ჩი­ნა. კარ­გი მეცხ­ვა­რეა კომ­ბ­ლე, - ეს მა­რი იყო.
- მე კი "ჯა­დოს­ნუ­რი ქუ­დი" მომ­წონს, მა­გა­რი ზღა­პა­რია. იმ ჯა­დოს­ნურ ქუდ­ში თუ ჩაძ­ვ­რე­ბი და რა­მეს ინატ­რებ, ყვე­ლა­ფე­რი აგიხ­დე­ბა, - ამ­ბობს ნი­კო.
- ბავ­შ­ვე­ბო, და­მი­ჯე­რეთ, სწო­რედ სწავ­ლაა ის ჯა­დოს­ნუ­რი რამ, რო­მელ­საც თქვე­ნი ბევ­რი ოც­ნე­ბის ახ­დე­ნა შე­უძ­ლია! ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნე­ბი და საყ­ვარ­ლე­ბი ხართ, წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებთ, - და­ვემ­შ­ვი­დო­ბე მათ და გა­ვი­ფიქ­რე, რომ სი­ა­მოვ­ნე­ბით შე­ვიც­ვ­ლი­დი პრო­ფე­სი­ას. პა­ტა­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მარ­თა­ლია, ძა­ლი­ან დიდ ენერ­გი­ას მო­ითხოვს, მაგ­რამ მათ­გა­ნაც ბევრ სით­ბო­სა და სიყ­ვა­რულს იღებ!
დაწყე­ბი­თი კლა­სის პე­და­გო­გის, შო­რე­ნა მუ­ჩი­აშ­ვი­ლის ირ­გ­ვ­ლივ შე­მოხ­ვე­უ­ლი ბავ­შ­ვე­ბის თვა­ლებ­შიც კარ­გად ჩან­და, რო­გორ უყ­ვარ­დათ მას­წავ­ლე­ბე­ლი. გო­გო-ბი­ჭე­ბი ერ­თ­მა­ნეთს ეჭი­და­ვე­ბოდ­ნენ, ვინ უფ­რო ახ­ლოს იქ­ნე­ბო­და მას­თან და ვინ მო­ას­წ­რებ­და ჩა­ხუ­ტე­ბას.
GzaPress
შო­რე­ნა მუ­ჩი­აშ­ვი­ლი:

- 21 წლის ვი­ყა­ვი, მუ­შა­ო­ბა რომ და­ვიწყე და დღემ­დე მომ­ყ­ვე­ბა ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ემო­ცია, პირ­ვე­ლად რომ შე­ვე­დი გაკ­ვე­თილ­ზე და ამ­დე­ნი ბავ­შ­ვის ცნო­ბის­მოყ­ვა­რე თვა­ლე­ბი და­ვი­ნა­ხე. ერ­თ­დ­რო­უ­ლად დი­დი ენერ­გი­აც მი­აქვთ შენ­გან და ბევ­რ­საც გიბ­რუ­ნე­ბენ უკან. ბო­ლომ­დე ვი­ხარ­ჯე­ბი ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის. პირ­ველ­კ­ლა­სე­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა სჭირ­დე­ბათ, ჩა­მო­უ­ყა­ლი­ბებ­ლე­ბი არი­ან, ყვე­ლა­ფერს ას­წავ­ლი - ჯდო­მას, ქცე­ვას, სკო­ლის რე­ჟიმს აჩ­ვევ. მარ­თა­ლია, სა­კუ­თა­რი შვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლი არ გა­მო­მიც­დია, მაგ­რამ მათ­ზე ისე ვზრუ­ნავ, რო­გორც დე­და. მარ­ტო წე­რა-კითხ­ვას ხომ არ ვას­წავ­ლი? სპორ­ტ­ზე მი­დი­ან და მე ვუც­ვ­ლი ტან­საც­მელს, თას­მებს ვუკ­რავ, დას­ვე­ნე­ბა­ზე შო­კო­ლად­საც კი მე ვუხ­ს­ნი, ჩემ­თან მო­არ­ბე­ნი­ნე­ბენ ხოლ­მე. ამათ­თ­ვის ისე­თი ავ­ტო­რი­ტე­ტი ვარ, რომ ნე­ბის­მი­ე­რი სიტყ­ვის სჯე­რათ.

- ალ­ბათ ბევ­რი სირ­თუ­ლეც იჩენს თავს თქვენს პრო­ფე­სი­ა­ში?

- სირ­თუ­ლეს ვაწყ­დე­ბი იმ ბავ­შ­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას, რომ­ლებ­საც ოჯახ­ში სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვთ. რო­დე­საც მშობ­ლებს ცუ­დი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ ან გაყ­რი­ლე­ბი არი­ან, ეს ნე­ბის­მი­ე­რი ბავ­შ­ვის ხა­სი­ათ­ზე აისა­ხე­ბა. ასე­თი ბავ­შ­ვე­ბი გულ­ჩათხ­რო­ბი­ლე­ბი არი­ან და მათ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მიდ­გო­მა სჭირ­დე­ბათ. მახ­სოვს, ერ­თხელ სიტყ­ვის გა­და­ტა­ნის წე­სებს ვუხ­ს­ნი­დი და ბავ­შ­ვ­მა ასე­თი რამ მკითხა: ასო­ე­ბიც ისე უნ­და და­ვა­შო­როთ, რო­გორც დე­და და მა­მა და­შორ­დ­ნე­ნო? მას­წავ­ლე­ბელ­მა ყვე­ლა ბავშვს უნ­და მო­არ­გოს გა­სა­ღე­ბი და გახ­ს­ნას.

ეკა ლომ­თა­თი­ძე:

- იცით, რა მახ­სოვს? რო­დე­საც პირ­ვე­ლად კლა­სი მომ­ცეს, ბევ­რი მას­წავ­ლებ­ლის შვი­ლი აღ­მოჩ­ნ­და იქ და რომ გა­ი­გეს, ახალ­ბე­და ვი­ყა­ვი, უმე­ტე­სო­ბამ ბავ­შ­ვი სხვა, გა­მოც­დილ მას­წავ­ლე­ბელ­თან გა­და­იყ­ვა­ნა. 30 მოს­წავ­ლი­დან 18-ღა დამ­რ­ჩა. არ მენ­დ­ვ­ნენ, რად­გან ახა­ლი ვი­ყა­ვი და აი, მა­შინ ვთქვი: ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლე­ბე­ლი გავ­ხ­დე და ვნა­ხოთ, მე­რე რას იზამთ-მეთ­ქი. ამ უნ­დობ­ლო­ბამ უფ­რო მე­ტი სტი­მუ­ლი მომ­ცა.

ლია მა­მუ­ლაშ­ვი­ლი:

- რო­დე­საც ამა თუ იმ მას­წავ­ლე­ბელს სა­ხე­ლი აქვს გა­ვარ­დ­ნი­ლი, რო­გორც სა­უ­კე­თე­სოს, ყვე­ლას უნ­და, მას­თან მო­ახ­ვედ­როს ბავ­შ­ვი. ერი­დე­ბი­ან ახალ მას­წავ­ლებ­ლებს, რაც არას­წო­რი მგო­ნია. ასე­თი უნ­დობ­ლო­ბა თვი­თონ კო­ლე­გე­ბის მხრი­დან ბევ­რ­ში გულ­გა­ტე­ხი­ლო­ბას იწ­ვევს და მახ­სოვს, რამ­დე­ნი­მე წა­ვი­და კი­დეც სკო­ლი­დან. სა­ჯა­რო სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბის დროს ასეთ­მა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ მეც უფ­რო მე­ტი მო­ტი­ვა­ცია გა­მი­ჩი­ნა. მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში დი­რექ­ტო­რის შე­ქე­ბამ: შენ­ზე ამ­ბო­ბენ, ძა­ლი­ან მა­გა­რი პე­და­გო­გიაო, კი­დევ უფ­რო მე­ტად შე­მას­ხა ფრთე­ბი...

შო­რე­ნა მუ­ჩი­აშ­ვი­ლი:

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბავ­შ­ვო­ბი­დან ვოც­ნე­ბობ­დი მას­წავ­ლებ­ლო­ბა­ზე, დღეს ცო­ტა იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლიც კი ვარ. გა­ლან­ძღუ­ლი და შე­ლა­ხუ­ლია ჩვე­ნი იმი­ჯი. თუ გინ­და, მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი ამაღ­ლ­დეს, გა­მოც­და კი არ უნ­და და­უ­ნიშ­ნო მათ, არა­მედ რა­ღაც ახა­ლი უნ­და ას­წავ­ლო, ახა­ლი მა­სა­ლა მი­ა­წო­დო. ძირ­ფეს­ვი­ა­ნად შევ­ც­ვ­ლი­დი ბევრ რა­მეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში, პირ­ველ რიგ­ში - სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს.

ლია მა­მუ­ლაშ­ვი­ლი:

- მარ­თ­ლაც ბევ­რი პრობ­ლე­მაა სკო­ლებ­ში. პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლებ­ლებს ნაკ­ლე­ბად ეკითხე­ბი­ან აზრს, თუ რა არის შე­საც­ვ­ლე­ლი. გა­ვა­მარ­ტი­ვებ­დი სას­წავ­ლო პროგ­რა­მებს, იძუ­ლე­ბი­თი და დას­ჯი­თი სა­ხე რომ არ ჰქონ­დეს სწავ­ლას. გარ­და ამი­სა, ცალ­კე თე­მაა ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი ქა­ღალ­დო­მა­ნია. აი, ნა­ხე, - მა­გი­და­ზე დახ­ვა­ვე­ბულ ქა­ღალ­დებ­ზე მი­მი­თი­თა, - სქე­მა­ში ვართ ჩარ­თუ­ლი და მთე­ლი დღე ვწერთ, ამა­სო­ბა­ში კი მოს­წავ­ლის­თ­ვის ვე­ღარ ვიც­ლით. გრა­მა­ტი­კა სა­ერ­თოდ ამო­ღე­ბუ­ლია პროგ­რა­მი­დან, ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე კი ითხო­ვენ. ეს სა­კითხიც მო­საგ­ვა­რე­ბე­ლია. მი­უ­ღე­ბე­ლია დი­რექ­ტო­რე­ბის შერ­ჩე­ვის წე­სიც. სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს ჩარ­თუ­ლო­ბა უნ­და იყოს მა­ღა­ლი, მაგ­რამ ამას ფორ­მა­ლუ­რი სა­ხე აქვს. კარ­გი იქ­ნე­ბა, მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის წა­ხა­ლი­სე­ბის სის­ტე­მა არ­სე­ბობ­დეს, რაც მო­ტი­ვა­ცი­ას გა­უ­ჩენ­და მათ, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის ასა­მაღ­ლებ­ლად.



- ვი­ცი, პე­და­გო­გებს ბევ­რი სა­ხა­ლი­სო ამ­ბა­ვი გაქვთ მო­სა­ყო­ლი.


ეკა ლომ­თა­თი­ძე:

- მახ­სოვს, ღია გაკ­ვე­თი­ლი უნ­და მქო­ნო­და და ბავ­შ­ვებს ვა­რი­გებ­დი, რომ აქ­ტი­უ­რე­ბი, ყო­ჩა­ღე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვ­ნენ, რა­თა ვე­სა­ხე­ლე­ბი­ნე. ბავ­შ­ვე­ბიც დამ­პირ­დ­ნენ: მას­წავ­ლე­ბე­ლო, არ შე­გარ­ცხ­ვენთ, ნუ ნერ­ვი­უ­ლობ­თო. უცებ წა­მოდ­გა ერ­თი ბავ­შ­ვი და მთე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით მკითხა: ეგ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გი, მას­წავ­ლე­ბე­ლო, მაგ­რამ კა­რი რო­დის უნ­და გა­ა­ღო­თო?

ლია მა­მუ­ლაშ­ვი­ლი:

- კლას­ში თა­მარ მე­ფე­ზე ვსა­უბ­რობ­დით, გა­ვიხ­სე­ნეთ ის­ტო­რია, ლექ­სე­ბი მის შე­სა­ხებ და ბო­ლოს ვუთხა­რი, რომ არა­ვინ იცის, სად არის თა­მარ მე­ფის საფ­ლა­ვი. ერთ-ერ­თ­მა მო­წი­წე­ბით ას­წია ხე­ლი და მკითხა: "გუგ­ლ­მაც" არ იცის, მას­წავ­ლე­ბე­ლო? ვერ წარ­მო­იდ­გი­ნა, რომ "გუგ­ლ­მა" რა­ი­მე არ იცო­და. "ი­ავ­ნა­ნამ რა ჰქმნა­ში" ხომ გახ­სოვთ, ქე­თოს თავ­ში კე­ტი ჩა­არ­ტყეს და ისე გა­ი­ტა­ცეს. მოს­წავ­ლემ კი კე­ტის ნაც­ვ­ლად ბუ­ცი და­მი­წე­რა. ეტყო­ბა, ეს სიტყ­ვა ვერ გა­ი­გო. ერ­თხელ ვუთხა­რი ბავ­შ­ვებს, რომ და­ვა­ლე­ბა ჯერ შა­ვად და­ე­წე­რათ და მე­რე - გა­და­ე­თეთ­რე­ბი­ნათ. ერთ-ერ­თი მოს­წავ­ლის დე­და ჩე­მი კო­ლე­გა გახ­ლავთ და მე­ო­რე დღეს მო­მიყ­ვა: მთე­ლი დღე დავ­დევ­დი გუ­შინ ირაკ­ლის და ვეჩხუ­ბე­ბო­დი, და­ე­წე­რა და­ვა­ლე­ბა. ამა­სო­ბა­ში და­ღამ­და კი­დეც და რომ ვუ­საყ­ვე­დუ­რე, შავ კა­ლამს ვე­ძებ­დი და ვერ­სად ვერ ვი­პო­ვე, მას­წავ­ლე­ბელ­მა დაგ­ვა­ბა­რა, ჯერ შა­ვად დავ­წე­რო­თო...

შო­რე­ნა მუ­ჩი­აშ­ვი­ლი:

- რიცხ­ვე­ბის ზრდა­დო­ბის მი­ხედ­ვით და­ლა­გე­ბა ავუხ­სე­ნი ბავ­შ­ვებს და ერ­თი მოს­წავ­ლე მე­ო­რე დღეს მე­კითხე­ბა: მა­ინც ვერ გა­ვი­გე, ეს რიცხ­ვე­ბი ზრდი­ლო­ბის მი­ხედ­ვით რო­გორ უნ­და და­ვა­ლა­გოო?

შო­რე­ნა ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი:

- შარ­შან მო­მიხ­და მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლებ­ლად შეს­ვ­ლა იმ კლას­ში, სა­დაც ჩე­მი შვი­ლი სწავ­ლობს. ბავ­შ­ვებს ვუთხა­რი, რომ თუ რა­მე გა­უ­გე­ბა­რი იქ­ნე­ბო­და, არც უფ­რო­სე­ბის­თ­ვის ეთხო­ვათ სახ­ლ­ში დახ­მა­რე­ბა, არც სხვის­გან გა­და­ე­წე­რათ, ჩემ­თ­ვის ეთ­ქ­ვათ და მე კი­დევ ერ­თხელ ავუხ­ს­ნი­დი. მე­ო­რე დღეს შე­ვე­დი კლას­ში, მი­სალ­მე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის შევ­სე­ბა და­ვიწყე და თან ვი­კითხე: აბა, ბავ­შ­ვე­ბო, რა­მე ხომ არ იყო გა­უ­გე­ბა­რი-მეთ­ქი? უცებ ძა­ლი­ან ნაც­ნო­ბი ხმა მო­მეს­მა: დი­ახ, მას­წავ­ლე­ბე­ლო, მე ვერ გა­ვი­გე. თა­ვი არც ამი­წე­ვია, და­ვი­ჯე­რო, ჩე­მი შვი­ლის ხმაა-მეთ­ქი? მაგ­რამ რო­გორ შეიძ­ლე­ბა, სა­კუ­თა­რი შვი­ლის ხმა სხვი­სა­ში აგე­რი­ოს? - რო­მე­ლი და­ვა­ლე­ბა გა­გი­ჭირ­და? - ვკითხე. მე-14 გვერ­დ­ზე მე­ხუ­თე ამო­ცა­ნა, - მი­პა­სუ­ხა. თავ­დახ­რილ­მა ავ­ხე­დე ქვე­მო­დან: აშ­კა­რად მახ­სოვ­და, წი­ნა სა­ღა­მოს მითხ­რა, ყვე­ლა და­ვა­ლე­ბა დავ­წე­რეო. - გუ­შინ რა­ტომ არ მკითხე-მეთ­ქი? - მას­წავ­ლე­ბე­ლო, თქვენ არ გვითხა­რით, თუ რა­მე გა­უ­გე­ბა­რი იქ­ნე­ბა, ოჯა­ხის წევ­რებს არ ჰკითხოთ, მე მითხა­რით და აგიხ­ს­ნი­თო?

- რა პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას გა­კის­რებთ მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია და რო­გორ ფიქ­რობთ, მარ­თ­ლა და­უ­ფა­სე­ბე­ლია თქვე­ნი შრო­მა?


ეკა ლომ­თა­თი­ძე:

- იცით, ბავ­შ­ვის სუ­ლი რო­გორი ფა­ქი­ზია? ამას წი­ნათ ჩემ­მა მოს­წავ­ლემ, რო­მე­ლიც უკ­ვე სკო­ლას ამ­თავ­რებს, ერ­თი ამ­ბა­ვი გა­მახ­სე­ნა: - გახ­სოვთ, მე­სა­მე კლას­ში გაკ­ვე­თი­ლი რომ არ ვი­ცო­დი, რა მითხა­რი­თო? არ მახ­სოვს-მეთ­ქი. - რო­გორ გენ­დო­ბო­დი და რო­გორ მი­ღა­ლა­ტეო?! ახ­ლაც ცრემ­ლე­ბი მად­გე­ბა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ბავშვს ამ­დე­ნი წლის მე­რეც გუ­ლის­ტ­კი­ვი­ლით ახ­სოვ­და ჩე­მი სიტყ­ვე­ბი. ამი­ტომ ჩვენს თი­თო­ე­ულ სიტყ­ვა­სა და საქ­ცი­ელს უნ­და და­ვუკ­ვირ­დეთ, ბავ­შ­ვებს გუ­ლი რომ არ ვატ­კი­ნოთ და კი­დევ, რო­დე­საც კლას­ში შე­ვალთ, ჩვე­ნი პრობ­ლე­მე­ბი უნ­და და­ვი­ვიწყოთ და მთლი­ა­ნად ბავ­შ­ვებს უნ­და ვე­კუთ­ვ­ნო­დეთ.

ლია მა­მუ­ლაშ­ვი­ლი:

- ამ ბო­ლო დროს, ცო­ტა არ იყოს, იშ­ვი­ა­თი გახ­და მას­წავ­ლებ­ლის შრო­მის და­ნახ­ვა და და­ფა­სე­ბა. ამას წი­ნათ მე-11 კლა­სე­ლებ­მა გაკ­ვე­თი­ლის შემ­დეგ მად­ლო­ბა გა­და­მი­ხა­დეს. ამა­ზე უკე­თე­სი რა შე­იძ­ლე­ბა იყოს? მად­ლი­ე­რე­ბა მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის უდი­დე­სი სტი­მუ­ლია.

შო­რე­ნა ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი:

- მარ­თა­ლია, ამ­ბო­ბენ, მას­წავ­ლებ­ლო­ბა და­უ­ფა­სე­ბე­ლი პრო­ფე­სიააო, მაგ­რამ არა მგო­ნია, ასე იყოს. პე­და­გო­გის ყვე­ლა­ზე დი­დი დამ­ფა­სე­ბე­ლი და შემ­ფა­სე­ბე­ლი მოს­წავ­ლეა. და რო­დე­საც ისი­ნი ალა­ლად გეტყ­ვი­ან: ნე­ტავ, შარ­შა­ნაც თქვენ გეს­წავ­ლე­ბი­ნათ, რამ­დე­ნი დავ­კარ­გეთ და ახ­ლა რამ­დე­ნით მე­ტი გვე­ცო­დი­ნე­ბო­დაო, ეს ყვე­ლა იმ სერ­ტი­ფი­კატ­სა და სა­მად­ლო­ბელ წე­რილს ჯო­ბია.

ბე­ლა მო­ლაშ­ხია:

- 24 წე­ლია, რაც სკო­ლა­სა და ბავ­შ­ვებ­თან მაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა და ვთვლი, რომ ეს პრო­ფე­სია უდი­დეს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას გა­ნი­ჭებს - ფაქ­ტობ­რი­ვად, ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი გა­ბა­რია. გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბა, თუ ვიტყ­ვი, რომ სწო­რედ ჩვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ხვა­ლინ­დე­ლი დღე!

ნი­ნო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მსახიობმა თამუნა აბშილავამ "ჩემი ცოლის დაქალებში" მაჭანკლის პერსონაჟით მაყურებლის ყურადღება და დიდი მოწონება დაიმსახურა.
მერაბი ყოფილი მძღოლია. მამამისიც მძღოლი იყო და ბაბუამისიც, ამიტომ როცა სკოლის დამთავრებისთანავე საქალაქთაშორისო ავტობუსზე მოინდომა მუშაობა, არავის გაჰკვირვებია.
ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და შეფ-მზა­რე­უ­ლად და კარ­გად იცის ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გე­მოვ­ნე­ბა:
აღარ ვაპირებ "საიდუმლო სანტას" თავი გავაბითურებინო
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
"კე­თილ­დღე­ო­ბა თა­ვი­სით არ მო­დის, უნ­და წახ­ვი­დე და ის აიღო"
ახ­ლა­ხან ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მსოფ­ლიო დღე აღი­ნიშ­ნა.
შე­მოდ­გო­მა ჯა­დოს­ნუ­რი პე­რი­ო­დია და ბევ­რის­თ­ვის ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დაწყე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვას­თან ასო­ცირ­დე­ბა.
"პალიტრა L"-ში ხშირად შემოდიოდა მომხმარებელთა ზარები, წერილები. გვთხოვდნენ, ეს წიგნი როგორმე მეტად ხელმისაწვდომი გაგვეხადა
კვირის სიახლეები
რა შეიცვლება მომავალი წლიდან "მხრჩოლავი ჯიპების" ქალაქში?
ე.წ. ტექდათვალიერება საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდება
1 კომენტარი
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
13 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
11 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
1 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
14 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
2 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

1 კომენტარი