დეპ­რე­სია - სუ­ი­ცი­დის წი­ნა პი­რო­ბა
font-large font-small
დეპ­რე­სია - სუ­ი­ცი­დის წი­ნა პი­რო­ბა
ახ­ლა­ხან ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მსოფ­ლიო დღე აღი­ნიშ­ნა.
ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, მსოფ­ლი­ო­ში 450 მი­ლი­ონ ადა­მი­ანს ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობ­ლე­მა აღე­ნიშ­ნე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ზე გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობ­ლე­მა დეპ­რე­სიაა. ფსი­ქი­კუ­რი და ქცე­ვი­თი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის 78 ათას­ზე მე­ტი შემ­თხ­ვე­ვაა აღ­ნუს­ხუ­ლი (თუმ­ცა, ბევ­რი შემ­თხ­ვე­ვა აღუ­ნუს­ხა­ვი­ა). ამ და­ა­ვა­დე­ბის კონ­ტ­რო­ლი შე­საძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ თუ პა­ცი­ენ­ტი მდგო­მა­რე­ო­ბას არას­წო­რად აღიქ­ვამს და დახ­მა­რე­ბის­თ­ვის სპე­ცი­ა­ლისტს არ მი­მარ­თავს, პრო­ცე­სის შემ­დ­გომ გან­ვი­თა­რე­ბად ხში­რად, სუ­ი­ცი­დი გვევ­ლი­ნე­ბა. ყო­ველ­წ­ლი­უ­რად სუ­ი­ცი­დით 800 000 ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა, ყო­ველ 40 წამ­ში ერ­თი ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ სი­ცოცხ­ლეს ხელ­ყოფს...



დეპ­რე­სი­ამ თა­ვი ნე­ბის­მი­ერ ასაკ­ში შე­იძ­ლე­ბა იჩი­ნოს, თუმ­ცა, უმ­თავ­რე­სად, 20 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლებს აღე­ნიშ­ნე­ბა. დეპ­რე­სი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­კ­რე­ტუ­ლი მი­ზე­ზი არ არ­სე­ბობს. მას­ში რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რია ჩარ­თუ­ლი. ამ დროს ტვინ­ში კონ­კ­რე­ტუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი ხდე­ბა. ხაზ­გა­სას­მე­ლია ჰორ­მო­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი და მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბი­თი ფაქ­ტო­რი. დეპ­რე­სი­ის გან­ვი­თა­რე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლია მა­ში­ნაც, თუ პა­ცი­ენ­ტის ბი­ო­ლო­გი­ურ ნა­თე­სავს სუ­ი­ცი­დის მცდე­ლო­ბა ჰქო­ნია. ბუ­ნებ­რი­ვია, პრო­ცესს ძლი­ე­რი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი სტრე­სიც უწყობს ხელს. ბავ­შ­ვო­ბა­ში გა­და­ტა­ნი­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სტრე­სი, მა­გა­ლი­თად, ძა­ლა­დო­ბა, მშობ­ლის და­კარ­გ­ვა - მუდ­მივ ცვლი­ლე­ბებს იწ­ვევს თა­ვის ტვინ­ში, რაც პირს დეპ­რე­სი­ი­სად­მი გა­ნაწყობს. ხელ­შემ­წყობ ფაქ­ტორს წარ­მო­ად­გენს მე­გობ­რე­ბის სიმ­ცი­რე, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სი­ღა­რი­ბე, ხა­სი­ა­თის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი - და­ბა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბა, სხვა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, თვით­კ­რი­ტი­კუ­ლო­ბა, პე­სი­მიზ­მი... დეპ­რე­სი­ის გან­ვი­თა­რე­ბას შე­საძ­ლოა, ზო­გი­ერ­თ­მა პრე­პა­რატ­მაც შე­უწყოს ხე­ლი (არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის დამ­წე­ვი, სა­ძი­ლე სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი). ასე­ვე, ნარ­კო­ტი­კი­სა და ალ­კო­ჰო­ლის მოხ­მა­რე­ბამ.

ქა­ლე­ბი მა­მა­კა­ცებ­ზე ორ­ჯერ ხში­რად ავა­დო­ბენ. დად­გე­ნი­ლია, რომ დეპ­რე­სია ყო­ველ მერ­ვე ქალს ტან­ჯავს. მეც­ნი­ე­რე­ბი ამ კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბას რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რით ხსნი­ან. წი­ნა­რე მენ­ს­ტ­რუ­ა­ლუ­რი სინ­დ­რო­მი ზოგ­ჯერ ისე მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე­ობს, რომ ცხოვ­რე­ბის ნორ­მა­ლურ რიტმს არ­ღ­ვევს და ნერ­ვუ­ლი აშ­ლი­ლო­ბის სა­ხეს იღებს. დეპ­რე­სი­ის აღ­მო­ცე­ნე­ბას ხელს უწყობს ორ­სუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში მიმ­დი­ნა­რე მრა­ვა­ლი ჰორ­მო­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბაც. ხში­რი მი­ზე­ზია ორ­სუ­ლო­ბის შეწყ­ვე­ტა, არა­სა­სურ­ვე­ლი ორ­სუ­ლო­ბა და უნა­ყო­ფო­ბა. დეპ­რე­სი­უ­ლი გან­წყო­ბა ხში­რად იჩენს თავს მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დე­გაც. ასე­ვე მა­შინ, რო­ცა ქა­ლი ცდი­ლობს მარ­ტო გა­უმ­კ­ლავ­დეს სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებ­სა და ბავ­შ­ვის გაზ­რ­დის პრო­ცესს. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლი რის­კის ქვეშ არი­ან მარ­ტო­ხე­ლა დე­დე­ბი. მათ­ში დეპ­რე­სია სამ­ჯერ უფ­რო ხში­რია, ვიდ­რე და­ო­ჯა­ხე­ბულ ქა­ლებ­ში. და­უც­ვე­ლო­ბი­სა და უიმე­დო­ბის გან­ც­და კი­დევ უფ­რო ამ­ძაფ­რებს მდგო­მა­რე­ო­ბას. გარ­და ამი­სა, სექ­სუ­ა­ლუ­რი და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პ­ლი უფ­რო ხში­რად, სუს­ტი სქე­სია. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ვა­ლა­ლოა ბავ­შ­ვო­ბა­ში მი­ყე­ნე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის შე­დე­გე­ბი. მა­მა­კა­ცი­სა­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ქა­ლის ორ­გა­ნიზ­მ­ში უფ­რო მე­ტი სტრე­სუ­ლი ჰორ­მო­ნი გა­მო­მუ­შავ­დე­ბა. ქა­ლის სას­ქე­სო ჰორ­მო­ნი - პრო­გეს­ტე­რო­ნი ხელს უშ­ლის სტრე­სუ­ლი ჰორ­მო­ნე­ბის დო­ნე ნორ­მას და­უბ­რუნ­დეს, რო­გორც ეს მა­მა­კა­ცის ორ­გა­ნიზ­მ­ში ხდე­ბა.

სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი მიდ­გო­მის მი­ხედ­ვით, დეპ­რე­სია მხო­ლოდ სუს­ტი ადა­მი­ა­ნე­ბის ხვედ­რია. ამი­ტო­მაც, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­მა­კა­ცე­ბი, მა­ლა­ვენ ამის შე­სა­ხებ და ცდი­ლო­ბენ, მას და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­უმ­კ­ლავ­დ­ნენ. დეპ­რე­სი­ის გა­მო მა­მა­კა­ცე­ბი ქა­ლებ­ზე ოთხ­ჯერ ხში­რად იკ­ლა­ვენ თავს...
და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტ­რო­ლი­სა და პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტ­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, 15-დან 24 წლამ­დე სიკ­ვ­დი­ლი­ა­ნო­ბის მი­ზე­ზებს შო­რის სუ­ი­ცი­დი მე­სა­მე ად­გილ­ზეა. მო­ზარ­დე­ბის დეპ­რე­სი­ას პრობ­ლე­მე­ბი მხო­ლოდ ოჯახ­სა და სკო­ლა­ში არ მოჰ­ყ­ვე­ბა. ისი­ნი ხში­რად მი­მარ­თა­ვენ ნარ­კო­ტიკს ან სჩა­დი­ან კრი­მი­ნა­ლურ და­ნა­შა­ულს. ხან­და­ხან ყა­ლიბ­დე­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვის სი­ძულ­ვი­ლიც. ამ დროს მო­ზარ­დი ძა­ლა­დობს სა­კუ­თარ თავ­ზე ან მი­მარ­თავს სუ­ი­ციდს.

ანა ნი­ო­რა­ძე, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ექ­ს­პერ­ტი:

- ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გან­მარ­ტე­ბით, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა სრუ­ლი ფი­ზი­კუ­რი, ფსი­ქი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბაა და არა მხო­ლოდ და­ა­ვა­დე­ბი­სა და ფი­ზი­კუ­რი დე­ფექ­ტე­ბის არ­სე­ბო­ბა. ფი­ზი­კუ­რად ჯან­მ­რ­თე­ლი ორ­გა­ნიზ­მი სრულ­ფა­სოვ­ნად ას­რუ­ლებს თა­ვის ფუნ­ქ­ცი­ას, ხო­ლო ფსი­ქი­კუ­რად ჯან­მ­რ­თე­ლი ადა­მი­ა­ნი თა­ვის მო­სავ­ლე­ლად ყო­ველ­დღი­უ­რად დგამს რუ­ტი­ნულ ნა­ბი­ჯებს, ახერ­ხებს სა­კუ­თა­რი პო­ტენ­ცი­ის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას, წვლი­ლი შე­აქვს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში და რაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, შე­უძ­ლია თა­ვი გა­არ­თ­ვას ცხოვ­რე­ბი­სე­ულ სტრე­სებს. რო­გორც ფი­ზი­კუ­რი, ისე ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა ცვა­ლე­ბა­დია და ის ცხოვ­რე­ბის ნე­ბის­მი­ერ ეტაპ­ზე, შე­იძ­ლე­ბა, მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად შე­იც­ვა­ლოს. ბევ­რი დეპ­რე­სი­ას, უბ­რა­ლოდ, გან­წყო­ბი­ლე­ბის ცვა­ლე­ბა­დო­ბას არ­ქ­მევს, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, ასე­თი ყო­ველ­დღი­უ­რი, ხან­მოკ­ლე და თვით­კომ­პენ­სი­რე­ბა­დი მდგო­მა­რე­ო­ბა დეპ­რე­სია არ არის. მე­ო­რე მხრივ, დეპ­რე­სია ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მელ­საც კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა.

- რა სიმ­პ­ტო­მე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა დეპ­რე­სია და შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა პრო­ცე­სი შე­ნიღ­ბუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს?

- დეპ­რე­სია სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რად ვლინ­დე­ბა, თუმ­ცა, სა­ერ­თო ნიშ­ნე­ბი და სიმ­პ­ტო­მე­ბი ახა­სი­ა­თებს, მათ შო­რის, უმ­წე­ო­ბი­სა და უიმე­დო­ბის გან­ც­და, გა­მო­უ­ვალ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყოფ­ნის შეგ­რ­ძ­ნე­ბა, ინ­ტე­რე­სის და­კარ­გ­ვა ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის, ხალ­ხ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და ძვე­ლი გა­ტა­ცე­ბე­ბის მი­მართ, მა­დი­სა და წო­ნის ცვლი­ლე­ბე­ბი. დეპ­რე­სი­ის ფონ­ზე პა­ცი­ენ­ტ­მა ერ­თი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში წო­ნა­ში შე­საძ­ლოა, 5%-ით და­იკ­ლოს ან მო­ი­მა­ტოს. აღი­ნიშ­ნე­ბა ძი­ლის დარ­ღ­ვე­ვე­ბი, აზ­როვ­ნე­ბის, მეტყ­ვე­ლე­ბი­სა და მოძ­რა­ო­ბე­ბის შე­ნე­ლე­ბა, და­ნა­შა­უ­ლი­სა და უსარ­გებ­ლო­ბის გან­ც­და, იოლად გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა და სიბ­რა­ზე. დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლია ამ­ტა­ნო­ბი­სა და კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბის უნა­რი, ჩნდე­ბა ქრო­ნი­კუ­ლი დაღ­ლი­ლო­ბის გან­ც­და. შე­სუს­ტე­ბუ­ლია ყუ­რადღე­ბის, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის, ფაქ­ტე­ბის და­მახ­სოვ­რე­ბის უნა­რი. აღი­ნიშ­ნე­ბა თა­ვის, ზურ­გის, მუც­ლის ტკი­ვი­ლი, რა­საც ორ­გა­ნუ­ლი სა­ფუძ­ვე­ლი არ გა­აჩ­ნია. ჩნდე­ბა ფიქ­რე­ბი სიკ­ვ­დილ­სა და თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბა­ზე.

- მი­თია თუ რე­ა­ლო­ბა, რომ ში­ზოფ­რე­ნია არ იკურ­ნე­ბა?

- ადა­მი­ა­ნე­ბის 30%-ს, ვი­საც ში­ზოფ­რე­ნია აწუ­ხებს, გრძელ­ვა­დი­ა­ნი გა­მო­ჯან­მ­რ­თე­ლე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა, ხო­ლო 20%-ს - მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა.

- რო­გორ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა?

- ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა ამ­ცი­რებს დეპ­რე­სი­ის სიმ­პ­ტო­მებს. ისე­ირ­ნეთ, ირ­ბი­ნეთ, იცუ­რა­ვეთ; შე­არ­ჩი­ეთ აქ­ტი­ვო­ბა, რო­მე­ლიც სი­ა­მოვ­ნე­ბას მო­გა­ნი­ჭებთ; ერი­დეთ ალ­კო­ჰოლ­სა და ნარ­კო­ტიკს. მა­თი გა­მო­ყე­ნე­ბით მოგ­ვ­რი­ლი შვე­ბა დრო­ე­ბი­თია. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, ისი­ნი ადა­მი­ანს დეპ­რე­სი­ა­ში უფ­რო ღრმად ით­რევს; მო­ი­წეს­რი­გეთ ძი­ლის რე­ჟი­მი. სრულ­ფა­სო­ვა­ნი ძი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია დეპ­რე­სი­ის სიმ­პ­ტო­მე­ბის უკუ­გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის; ნუ ჩა­ი­კე­ტე­ბით სა­კუ­თარ თავ­ში. უთხა­რით თქვე­ნი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ ახ­ლო მე­გო­ბარს, შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი თუნ­დაც მცი­რე­დი ძალ­და­ტა­ნე­ბის ფა­სად; და­ეხ­მა­რეთ სხვებს; გა­ა­ტა­რეთ თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო ბუ­ნე­ბის წი­აღ­ში, უყუ­რეთ მხი­ა­რულ ფილ­მებს, ინე­ბივ­რეთ აბა­ზა­ნა­ში, მო­უს­მი­ნეთ მუ­სი­კას, წე­რეთ დღი­უ­რი, თუ­კი ეს შვე­ბას მოგ­გ­ვ­რით, გა­მო­ძებ­ნეთ დრო საყ­ვა­რე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თ­ვის, რომ­ლის­თ­ვი­საც ბო­ლო ხანს ვერ იც­ლი­დით; იძი­ნეთ საკ­მა­რი­სად; მი­ი­ღეთ სრულ­ფა­სო­ვა­ნი საკ­ვე­ბი. შე­ი­მუ­შა­ვეთ სტრეს­თან გამ­კ­ლა­ვე­ბის სტრა­ტე­გია და უნა­რე­ბი; სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში აუცი­ლებ­ლად მი­მარ­თეთ პრო­ფე­სი­ო­ნალს; დეპ­რე­სი­ი­სას უნ­და მივ­მარ­თოთ ფსი­ქო­ლოგს და არა - ნევ­რო­პა­თო­ლოგს. ძა­ლი­ან ხში­რად სწო­რედ ნევ­რო­პა­თო­ლოგ­თან აფორ­მე­ბენ ვი­ზიტს და არა­სა­ჭი­რო მე­დი­კა­მენ­ტო­ზურ მკურ­ნა­ლო­ბას იწყე­ბენ, რა­საც თა­ვის მხრივ, ბევ­რი სხვა პრობ­ლე­მა მო­აქვს...

დეპ­რე­სი­ის რამ­დე­ნი­მე სა­ხე არ­სე­ბობს. დი­დი დეპ­რე­სი­ი­სას სიმ­პ­ტო­მე­ბი მკვეთ­რა­დაა გა­მო­ხა­ტუ­ლი. ატი­პუ­რი დეპ­რე­სია მო­ზარ­დებ­სა და ქა­ლებ­შია გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი. მას მა­დის გაძ­ლი­ე­რე­ბა, წო­ნის მა­ტე­ბა, გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი ძი­ლი­ა­ნო­ბა და კი­დუ­რებ­ში სიმ­ძი­მის შეგ­რ­ძ­ნე­ბა ახა­სი­ა­თებს. დრო­დად­რო დეპ­რე­სი­უ­ლი გან­წყო­ბა ქრე­ბა, თუმ­ცა, გარ­კ­ვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ, სიმ­პ­ტო­მე­ბი კვლავ იჩენს თავს. დის­თი­მია დეპ­რე­სი­ის მსუ­ბუ­ქი ფორ­მაა, თუმ­ცა, ისიც ქრო­ნი­კუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მკვეთ­რი სიმ­პ­ტო­მე­ბით არ ხა­სი­ათ­დე­ბა, ის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვად, ზოგ­ჯერ ორი წე­ლიც გრძელ­დე­ბა. სე­ზო­ნუ­რი აფექ­ტუ­რი აშ­ლი­ლო­ბა თავს წე­ლი­წა­დის ერ­თ­სა და იმა­ვე დროს იჩენს. ხში­რად შე­მოდ­გო­მა­ზე იწყე­ბა და მთე­ლი ზამ­თა­რი გრძელ­დე­ბა. იშ­ვი­ა­თად ჩნდე­ბა გა­ზაფხულ­ზე. თუ დეპ­რე­სი­ი­სას ადა­მი­ა­ნი დათ­რ­გუნ­ვი­ლი, უიმე­დოა, კარ­გავს სი­ხა­რუ­ლის გან­ც­დის უნარს და ცხოვ­რე­ბი­სად­მი ინ­ტე­რესს, მა­ნი­ა­კუ­რი ეპი­ზო­დის დროს თავს იჩენს ეიფო­რია, ენერ­გი­ის მოზღ­ვა­ვე­ბა, გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი ოპ­ტი­მიზ­მი, სწრა­ფი სა­უ­ბა­რი, აჟი­ტი­რე­ბუ­ლი და აგ­რე­სი­უ­ლი მოქ­მე­დე­ბა. ამ დროს აზ­როვ­ნე­ბის უნა­რი არას­რულ­ფა­სო­ვა­ნი, კონ­ცენ­ტ­რა­ცია კი დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლია.

სა­გან­გა­შო სიმ­პ­ტო­მე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლოა, სუ­ი­ცი­დუ­რი ფიქ­რე­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბა იყოს: სა­უ­ბა­რი თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბა­ზე, თუნ­დაც ხუმ­რო­ბით; ფრა­ზე­ბის: "ჯობს, მოვ­კ­ვ­დე", "გა­მო­სა­ვა­ლი არ არ­სე­ბობს" ხში­რი გა­მო­ყე­ნე­ბა; სიკ­ვ­დილ­ზე პო­ზი­ტი­უ­რი სა­უ­ბა­რი და მოთხ­რო­ბე­ბის ან ლექ­სე­ბის წე­რა; სა­კუ­თა­რი პი­როვ­ნე­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა; ისე­თი ნივ­თე­ბის მო­ძი­ე­ბა, რო­მელ­თა გა­მო­ყე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბის მიზ­ნით; მუდ­მი­ვი შფოთ­ვა; ძა­ლი­ან ცო­ტა ან ზედ­მე­ტად ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი ძი­ლი; აგ­რე­სი­ის გა­მოვ­ლე­ნა; ხა­სი­ა­თის ძა­ლი­ან ხში­რი, რა­დი­კა­ლუ­რი ცვლა. ამ დროს უკუ­შე­დე­გი მო­აქვს ჭკუ­ის და­რი­გე­ბას, ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეხ­სე­ნე­ბას. უბ­რა­ლოდ, ახ­ლობ­ლებ­მა უნ­და აგ­რ­ძ­ნო­ბი­ნონ, რამ­დე­ნად ძვირ­ფა­სია მათ­თ­ვის ეს ადა­მი­ა­ნი, აღუთ­ქ­ვან დახ­მა­რე­ბა და მხარ­და­ჭე­რა, მაგ­რამ არ და­აკ­ნი­ნონ პრობ­ლე­მე­ბი, რა­მაც პა­ცი­ენ­ტი ამ ფიქ­რე­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნა.




შო­რე­ნა ლა­ბა­ძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
"კე­თილ­დღე­ო­ბა თა­ვი­სით არ მო­დის, უნ­და წახ­ვი­დე და ის აიღო"
შე­მოდ­გო­მა ჯა­დოს­ნუ­რი პე­რი­ო­დია და ბევ­რის­თ­ვის ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დაწყე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვას­თან ასო­ცირ­დე­ბა.
ამ­ბო­ბენ, მას­წავ­ლებ­ლო­ბა და­უ­ფა­სე­ბე­ლი პრო­ფე­სიააო, მაგ­რამ არა მგო­ნია, ასე იყოს
"პალიტრა L"-ში ხშირად შემოდიოდა მომხმარებელთა ზარები, წერილები. გვთხოვდნენ, ეს წიგნი როგორმე მეტად ხელმისაწვდომი გაგვეხადა
ბრმა დე­გუს­ტა­ცი­ით და­იწყო ხმის მი­ცე­მა სა­უ­კე­თე­სო ღვი­ნის სა­ხე­ო­ბე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად
რო­გორ ვი­ყოთ აუღელ­ვე­ბელ­ნი უტიფ­რო­ბი­სა და თავ­ხე­დო­ბის სა­პი­რის­პი­როდ
კბილების გათეთრების უამრავი რეცეპტი არსებობს სოდის, აქტივირებული ნახშირის, კალციუმის გლუკონატისა და წყალბადის ზეჟანგის გამოყენებით.
ვარდისფერი - მწვავე ვირუსული ანდა ქრონიკული დაავადებებისგან თავისუფალი, ჯანმრთელი ადამიანის ხელების ბუნებრივი ფერია.
კვირის სიახლეები
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
8 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
7 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
5 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
18 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
3 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი