"საიდუმლო სანტა..."
font-large font-small
"საიდუმლო სანტა..."
აღარ ვაპირებ "საიდუმლო სანტას" თავი გავაბითურებინო


გახსოვთ ალბათ, გასულ წელს ვირუსივით რომ მოედო ლამის მთელ მსოფლიოს თამაში "საიდუმლო სანტა", რომელშიც ცუდი არაფერი იყო, რადგან ნებსით თუ უნებლიეთ, მასში ისეთი ადამიანებიც ჩაერთნენ, ვისაც მანამდე აზრად არ მოსვლია ახლობლებისთვის საჩუქრის მომზადება. როცა მეგობრებმა შემომთავაზეს, - მოდი, საკუთარ თავს პატარა ზეიმი მოვუწყოთო, არც დავფიქრებულვარ, ისე მივიღე გამოწვევა...
გადავწყვიტეთ საჩუქრები ნათიას აგარაკზე აგვეტანა და იქ დაგვეწყო - ამ აგარაკზე ჰქონდათ ნამდვილი სურნელოვანი ნაძვი...
სამეგობროდან თორმეტი გოგო ჩავერთეთ თამაშში, სამნიც - ნათიას ბიძაშვილები და რძალი დაგვემატნენ და ჩვენი პრინციპიც შევიმუშავეთ: სათითაოდ მოვამზადებდით საჩუქრებს, საგანგებოდ შეკერილ ჭრელ ტომარაში მოვათავსებდით და მერე ბრმად ჩავყოფდით შიგ ხელს, ვისაც რა შეგვხვდებოდა, იმას ამოვიღებდით და ყველას დასანახად გავხსნიდით.
იმაზეც შევთანხმდით, რომ მთავარი საჩუქრის ფასი კი არა, მისი ორიგინალობა იქნებოდა, რაც პირველ რიგში, გაგვახალისებდა და კარგ განწყობაზე დაგვაყენებდა...
ბევრი ვიჭყლიტე ტვინი ბაზრობაზე გასულმა, მაგრამ ვერაფრით მოვიფიქრე, რაც შეიძლებოდა ორიგინალურიც ყოფილიყო და ისეთიც, საყოველთაო მხიარულებას რომ გამოიწვევდა. არ ვიცი, რას მოვიფიქრებდი, რიგების გასასვლელში მდგომს სქელი ქალი რომ არ დამჯახებოდა და გვერდზე არ მივეგდე. თან, არც შევუმჩნევივარ - ჯიქურ მიიწევდა იმ დახლისკენ, სადაც ქალის ჭრელი საცვლები იყო დახვავებული. უცებ, ეშმაკური აზრიც მომივიდა და მეც იმ საცვლებისკენ გავიწიე. როგორც კი სქელუამ თავისი მოსაწონი "ნიფხვები" შეარჩია და კმაყოფილმა ჩაჩურთა ჩანთაში, გამყიდველს მივახალე:
- თუ დაგრჩათ იგივე ზომის, სამი ცალი მეც შემიხვიეთ, რა!
გაკვირვებულმა შემომხედა:
- თქვენთვის თუ გინდათ...
აღარ დავამთავრებინე:
- ჰო, ქურქი უნდა შევიკერო და იქნებ ქუდიც გამომივიდეს! - მეგონა გაეცინებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, "იუმორზე აცრილი" იყო და გამიბრაზდა:
- სახუმაროდ არ მაქვს საქმე...
ძლივს დავარწმუნე, რომ მართლა ვაპირებდი ყიდვას და სამი ყველაზე დიდი საცვალი შევარჩევინე...
სახლში მისულმა ნავაჭრი სასაჩუქრე ქაღალდში შევახვიე და ბაფთებიც შევაბი. ორი დღის შემდეგ კი დიდის ამბით ჩავაგდე ტომარაში წვეულებაზე ასულმა...
შევხდით ახალ წელს, შამპანური შევსვით, ფეიერვერკები გავუშვით და საჩუქრებისთვისაც მოვიცალეთ. მოუთმენლად ვყოფდით ხელს ტომარაში და მერე ისეთი მოუთმენლობით ვაგლეჯდით ფერად ქაღალდებს, ბავშვებსაც რომ გაუკვირდებოდათ...
ჩემი საჩუქარი "ორნაწილიანი" აღმოჩნდა და უცებ ვერც მივხვდი, რა მეჭირა ხელში. საბოლოოდ კი ჩემ გვერდით მდგომმა მაკუნამ "გამანათლა": ფერადი სხვადასხვა არომატის მქონე პრეზერვატივებია და ასევე, ფერადი ინტიმური სანთლები...
- კი მაგრამ, როდის შეგაწუხეთ ასე ძალიან ჩემი ტემპერამენტით?! - შევიცხადე ისე ხმამაღლა, ყველას ყურადღება მივიპყარი და მაშინვე, მივხვდი ვისაც ერგო საჩუქრად ჩემი "ფოხანოები": აპილპილებული იცქირებოდა მანჩო, რომელიც მთელი ცხოვრება დიეტაზეა და მაინც ვერაფერს უხერხებს ზედმეტ კილოგრამებს:
- ჩემი სიკვდილი გინდათ და იმიტომ დამცინეთ, ხომ?!
ძლივს დავარწმუნეთ, რომ მისი დაცინვა აზრადაც არ მოგვსვლია და საჩუქარი სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა მის ხელში. თუმცა, ამან კიდევ მეტად დააღონა:
- გამოდის, თავად ბედი დამცინის და მიმანიშნებს რაღაცაზე...
- ამის მომფიქრებელს ხომ უნდა დააწიწკნო ყურები?! - ყურადღება თავის საჩუქარზე გადაგვატანინა ნინამ, რომელსაც ხელში სამზარეულში გამოსადეგი სარეცხი საშუალებები და დიდი ხელთათმანი ეჭირა, - ეს უნდა კიდევ ჩემს ქმარს, რომელმაც ისედაც გამომიჭედა ყურები: ქალი "კუხნაში" გამიგია მეო...
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩვენმა "ორიგინალურობამ" ისევ თავად "აგვიწვა კუჭები" და განწყობაც გაგვიფუჭა ახალი წლის ღამით. კიდევ კარგი, კაცები მოგვიანებით შემოგვიერთდნენ და არ დასწრებიან საჩუქრების გახსნის პროცესს, თორემ ისინი ნამდვილად იხალისებდნენ და მთელი წელიწადი არ გაგვახარებდნენ ირონიით...
საჩუქრები ბიჭების ამოსვლამდე გადავმალეთ და არაფრით გავუმხილეთ, რით დამთავრდა "საიდუმლო სანტას" თამაშები...
ჩემი საჩუქარი იმავე საღამოს გადავამისამართე, როცა ჩვენმა უცოლო მეგობარმა ერთ საათში წამოიწია წასასვლელად: ჩემმა ტურფამ მესიჯი გამომიგზავნა: მარტო ვარ და შენთან შეხვედრა მინდა დავიბედოო...
მეორე წელიწადია, მდიდარ ქვრივთან დაძვრება და ვის, თუ არა მას, გამოადგებოდა ის პრეზერვატივებიცა და სურნელოვანი სანთლებიც.
წელს ნამდვილად აღარ ვაპირებ "საიდუმლო სანტას" თავი გავაბითურებინო და არც ჩემი მეგობრები იჩენენ ამ მხრივ დიდ ენთუზიაზმს...

ინგა ჯაყელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და შეფ-მზა­რე­უ­ლად და კარ­გად იცის ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გე­მოვ­ნე­ბა:
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
"კე­თილ­დღე­ო­ბა თა­ვი­სით არ მო­დის, უნ­და წახ­ვი­დე და ის აიღო"
ახ­ლა­ხან ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მსოფ­ლიო დღე აღი­ნიშ­ნა.
შე­მოდ­გო­მა ჯა­დოს­ნუ­რი პე­რი­ო­დია და ბევ­რის­თ­ვის ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დაწყე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვას­თან ასო­ცირ­დე­ბა.
ამ­ბო­ბენ, მას­წავ­ლებ­ლო­ბა და­უ­ფა­სე­ბე­ლი პრო­ფე­სიააო, მაგ­რამ არა მგო­ნია, ასე იყოს
"პალიტრა L"-ში ხშირად შემოდიოდა მომხმარებელთა ზარები, წერილები. გვთხოვდნენ, ეს წიგნი როგორმე მეტად ხელმისაწვდომი გაგვეხადა
ბრმა დე­გუს­ტა­ცი­ით და­იწყო ხმის მი­ცე­მა სა­უ­კე­თე­სო ღვი­ნის სა­ხე­ო­ბე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად
რო­გორ ვი­ყოთ აუღელ­ვე­ბელ­ნი უტიფ­რო­ბი­სა და თავ­ხე­დო­ბის სა­პი­რის­პი­როდ
კვირის სიახლეები
რა შეიცვლება მომავალი წლიდან "მხრჩოლავი ჯიპების" ქალაქში?
ე.წ. ტექდათვალიერება საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდება
0 კომენტარი
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
11 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
9 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
8 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი