2018 წლის პროგ­ნო­ზი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებისთვის
font-large font-small
2018 წლის პროგ­ნო­ზი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებისთვის
კარიერა - ფინანსები - სიყვარული


ლო­მი
ლო­მის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი 2018 წელს აქ­ტი­უ­რე­ბი და ენერ­გი­უ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან. უნ­და გახ­სოვ­დეთ, რომ ძაღ­ლის წელს თქვენ­თ­ვის წინ­ს­ვ­ლა და კარ­დი­ნა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი მო­აქვს. თუმ­ცა, რის­კე­ბიც დი­დი იქ­ნე­ბა.
ბიზ­ნე­სი და კა­რი­ე­რა - წლის და­საწყის­ში წარ­მა­ტე­ბა გე­ლით პრო­ფე­სი­ულ სარ­ბი­ელ­ზე, შე­საძ­ლოა თქვე­ნი სა­ყო­ველ­თაო აღი­ა­რე­ბა და პო­პუ­ლა­რო­ბა გა­ი­ზარ­დოს. თუმ­ცა აუცი­ლე­ბე­ლია სიფ­რ­თხი­ლით მო­ე­კი­დოთ სა­ეჭ­ვო გა­რი­გე­ბებს და ცდუ­ნე­ბას მარ­ტი­ვი გზე­ბით გახ­დეთ სი­ტუ­ა­ცი­ის ბა­ტონ-პატ­რო­ნი. არ­სე­ბობს იმის ალ­ბა­თო­ბაც, რომ რის­კ­მა არ გა­ა­მარ­თ­ლოს და ერ­თი შე­ხედ­ვით პერ­ს­პექ­ტი­უ­ლი საქ­მე წამ­გე­ბი­ა­ნი აღ­მოჩ­ნ­დეს.
ფი­ნან­სე­ბი - ას­ტ­რო­ლო­გე­ბი გირ­ჩე­ვენ ამ წელს დი­დი სიფ­რ­თხი­ლი­თა და წინ­და­ხე­დუ­ლო­ბით ხარ­ჯოთ ფუ­ლი. აუცი­ლე­ბე­ლია ნაკ­ლე­ბად აჰ­ყ­ვეთ დი­დი ფუ­ლის, იოლი გზე­ბით შოვ­ნის მაც­დუ­ნე­ბელ წი­ნა­და­დე­ბას, რო­მე­ლიც წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში აუცი­ლებ­ლად გე­ლით.
სიყ­ვა­რუ­ლი - ლო­მე­ბის უმე­ტე­სო­ბას სა­სიყ­ვა­რუ­ლო ფრონ­ტ­ზე 2018 წელს დი­დი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა და დრა­მა­ტუ­ლი ის­ტო­რი­ე­ბი ელის. შე­საძ­ლოა უკ­ვე არ­სე­ბულ პარ­ტ­ნი­ორ­თან მო­გი­წი­ოთ ურ­თი­ერ­თო­ბის გარ­კ­ვე­ვა ან წარ­სულ­ში თით­ქოს­და დას­რუ­ლე­ბულ­მა ურ­თი­ერ­თო­ბებ­მა ერ­თობ დრა­მა­ტუ­ლად შე­გახ­სე­ნოთ თა­ვი.

ქალ­წუ­ლი
2018 წე­ლი სა­ბო­ლო­ოდ და­ას­რუ­ლებს თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში ბო­ლო რამ­დე­ნი­მე წლის მან­ძილ­ზე არ­სე­ბულ რთულ პე­რი­ოდს და სა­კუ­თა­რი შრო­მის შე­დე­გით კმა­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბით.
ბიზ­ნე­სი და კა­რი­ე­რა - ძაღ­ლის წელს ქალ­წუ­ლის­თ­ვის ფი­ნან­სუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბა და სიმ­შ­ვი­დე მო­აქვს. ყვე­ლა ის საქ­მე, რო­მელ­ზეც წი­ნა წლ­ებ­ში მუხ­ლ­ჩა­უხ­რე­ლად შრო­მობ­დით, ზუს­ტად ამ წელს გა­მო­ი­ღებს ნა­ყოფს და რე­ა­ლუ­რად და­ი­ნა­ხავთ უძი­ლო ღა­მე­ე­ბის შე­დე­გებს.
ფი­ნან­სე­ბი - წლის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი საკ­მა­ოდ მომ­გე­ბი­ა­ნია ფი­ნან­სუ­რად. მსუ­ბუ­ქი რის­კიც არ გა­გი­ფუ­ჭებთ საქ­მეს. თუმ­ცა, უკ­ვე შე­მოდ­გო­მის­კენ და წლის მი­წუ­რულს ფი­ნან­სუ­რი მა­და აკონ­ტ­რო­ლეთ და ნაკ­ლე­ბად შე­ე­ჭი­დეთ ძვი­რად ღი­რე­ბულ პრო­ექ­ტებს.
სიყ­ვა­რუ­ლი - 2018 წელს მთე­ლი თქვე­ნი ყუ­რადღე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი და ფი­ნან­სუ­რი ზრდის­კენ იქ­ნე­ბა მიპყ­რო­ბი­ლი, რა­მაც შე­საძ­ლოა მცი­რე­დი გა­უ­გებ­რო­ბა და წყე­ნე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში. ას­ტ­რო­ლო­გე­ბი გირ­ჩე­ვენ, რომ პე­რი­ო­დუ­ლად მა­ინც გა­მო­ნა­ხოთ დრო საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის­თ­ვის. წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში მა­თი მხრი­დან პრე­ტენ­ზი­ე­ბი გა­გაღი­ზი­ა­ნებთ.

სას­წო­რი
წელს ერ­თ­პი­როვ­ნუ­ლად მო­გიხ­დე­ბათ ბევრ სფე­რო­ში გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა. რაც თქვენ­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის ერ­თობ რთუ­ლი გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.
ბიზ­ნე­სი და კა­რი­ე­რა - სამ­სა­ხურ­ში 2018 წელს თქვე­ნი ყვე­ლა­ზე დი­დი პრო­ტე­ჟე­ე­ბი მე­გობ­რე­ბი და გავ­ლე­ნი­ა­ნი ნაც­ნო­ბე­ბი იქ­ნე­ბი­ან. ამ წელს შე­საძ­ლოა ახა­ლი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მფარ­ვე­ლიც გა­მო­გიჩ­ნ­დეთ კა­რი­ე­რულ კი­ბე­ზე. გა­მო­რიცხუ­ლი არ არის სამ­სა­ხუ­რის ცვლი­ლე­ბაც, თუმ­ცა თუ ბევრს იფიქ­რებთ და იყოყ­მა­ნებთ სარ­ფი­ა­ნი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა ხე­ლი­დან გა­გიფ­რინ­დე­ბათ.
ფი­ნან­სე­ბი - წლის და­საწყის­ში შე­მო­სავ­ლის ახა­ლი წყა­რო გა­მო­გიჩ­ნ­დე­ბათ. შე­იძ­ლე­ბა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბამ მო­გი­ტა­ნოთ. გა­ზაფხულ­ზე მო­ე­რი­დეთ ზედ­მე­ტი ვა­ლის აღე­ბას. შე­მოდ­გო­მა­ზე მო­სა­ლოდ­ნე­ლია და­წი­ნა­უ­რე­ბა. სეს­ხის აღე­ბა ბი­ნის რე­მონ­ტისთვის ან ახა­ლი ბი­ნის შე­სა­ძე­ნად დაგ­ჭირ­დე­ბათ.
სიყ­ვა­რუ­ლი - მერ­ყე­ვი ხა­სი­ა­თი და აწონ-და­წო­ნის რე­ჟიმ­ში მუდ­მი­ვად ყოფ­ნა სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­საც და­ას­ვამს წლე­ვან­დელ წელს საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზულ დაღს. ამი­ტომ არ არის გა­მო­რიცხუ­ლი, თქვე­ნი ყოყ­მა­ნით თავ­მო­ბეზ­რე­ბუ­ლი პარ­ტ­ნი­ო­რი, ერთ მშვე­ნი­ერ დღეს უბ­რა­ლოდ აორ­თ­ქ­ლ­დეს. ხო­ლო მათ, ვინც უკ­ვე და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია, გა­გე­ბით უნ­და მო­ე­კი­დოს მე­ო­რე ნა­ხევ­რის პრე­ტენ­ზი­ებს, იმი­ტომ რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მთლი­ა­ნო­ბა­ში ოჯა­ხის სიმ­ყა­რეს ეხე­ბა.

მო­რი­ე­ლი
წელს სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან ფა­ვო­რი­ტე­ბად იგ­რ­ძ­ნობთ თავს. პლა­ნე­ტე­ბის კე­თილ­გან­წყო­ბა ამ წელს ყვე­ლა სფე­როს შე­ე­ხე­ბა. მთა­ვა­რია, შან­სე­ბი დრო­უ­ლად გა­მო­ი­ყე­ნოთ.
ბიზ­ნე­სი და კა­რი­ე­რა - საქ­მე­ში მო­რი­ე­ლის­თ­ვის 2018 წე­ლი ახა­ლი მწვერ­ვა­ლე­ბის დაპყ­რო­ბის პე­რი­ო­დი იქ­ნე­ბა. ეს ის წე­ლი­წა­დია, რო­ცა რე­ა­ლუ­რად შე­საძ­ლე­ბე­ლია შეც­ვა­ლოთ სა­კუ­თარ კა­რი­ე­რა­ში რა­მე უკე­თე­სო­ბის­კენ. ას­ტ­რო­ლო­გე­ბი გირ­ჩე­ვენ, მი­ზან­ს­წ­რა­ფუ­ლო­ბა და მაქ­სი­მა­ლუ­რი პრინ­ცი­პუ­ლო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნოთ და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში.
ფი­ნან­სე­ბი - წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში ფი­ნან­სუ­რად მო­რი­ე­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბას ფორ­ტუ­ნა უღი­მის. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა შე­მო­სავ­ლე­ბი და გა­ად­ვილ­დე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის, ფი­ნან­სუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა, იქ­ნე­ბა ეს ხელ­ფა­სის მა­ტე­ბის ტენ­დენ­ცია თუ სა­კუ­თა­რი საქ­მე. კარ­გი პე­რი­ო­დია უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­სა­ძე­ნად, ფუ­ლის და­სა­ბან­დებ­ლად.
სიყ­ვა­რუ­ლი - ძაღ­ლის წე­ლი თავ­ბ­რუ­დამ­ხ­ვე­ვი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მთელ კა­ლე­ი­დოს­კოპს ჰპირ­დე­ბა. არ არის გა­მო­რიცხუ­ლი, ბევ­რი მარ­ტო­ხე­ლა მო­რი­ე­ლი ამ წელს სა­კუ­თარ პო­ტენ­ცი­ურ ქორ­წი­ნე­ბის პარ­ტ­ნი­ორს შეხ­ვ­დეს. ხო­ლო უკ­ვე და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლებს, ურ­თი­ერ­თო­ბის გამ­ყა­რე­ბის რე­ა­ლუ­რი შან­სი მი­ე­ცე­მათ მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­თან.

მშვილ­დო­სა­ნი
ძაღ­ლის წელს წარ­მა­ტების რე­ა­ლუ­რი პერ­ს­პექ­ტი­ვა მო­აქვს. თუმ­ცა, ერ­თი პი­რო­ბით - არ უნ­და გა­და­უხ­ვი­ოთ სა­კუ­თარ პრინ­ცი­პებს.
ბიზ­ნე­სი და კა­რი­ე­რა - 2018 წე­ლი წარ­სუ­ლის ძა­ლა­უფ­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას გპირ­დე­ბათ. ამ პე­რი­ოდ­ში დი­დი ხნის წინ გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი ან გაწყ­ვე­ტი­ლი საქ­მი­ა­ნი კავ­ში­რე­ბის აღ­დ­გე­ნას შეძ­ლებთ ან ახალ საქ­მე­ებს წა­მო­იწყებთ ჩვე­უ­ლი ენ­თუ­ზი­აზ­მით.
ფი­ნან­სე­ბი - ფი­ნან­სუ­რი შეზღუდ­ვე­ბი და სირ­თუ­ლე­ე­ბი ნელ-ნე­ლა შემ­ცირ­დე­ბა. თუმ­ცა, ეს ფუ­ლის უყა­ი­რა­თოდ ხარ­ჯ­ვის უფ­ლე­ბას არ გაძ­ლევთ. შე­მოდ­გო­მამ­დე სა­სურ­ვე­ლია ეკო­ნო­მი­ის გა­მო­ჩე­ნა ნე­ბის­მი­ე­რი კუთხით. წლის მი­წუ­რულს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფი­ნან­სუ­რი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა გე­ლით.
სიყ­ვა­რუ­ლი - თქვე­ნი მუდ­მი­ვად მა­ძი­ე­ბე­ლი ბუ­ნე­ბა, ძაღ­ლის წელ­შიც არ შეწყ­ვეტს სა­კუ­თა­რი იდე­ა­ლის სა­ძე­ბე­ლად მოგ­ზა­უ­რო­ბას. ამი­ტომ ბევ­რი მშვილ­დოს­ნის ცხოვ­რე­ბა­ში შე­საძ­ლოა ახა­ლი რო­მა­ნე­ბის ეპი­ცენ­ტ­რად უცხო­ე­თი ან მგზავ­რო­ბის პე­რი­ო­დი იქ­ცეს. და­ო­ჯა­ხე­ბულ წყვი­ლებს კი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი თავ­გა­და­სავ­ლე­ბი, მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბი ელით.

თხის რქა
ძაღ­ლის წე­ლი თქვენ­თ­ვის საკ­მა­ოდ რთუ­ლი და გა­მოწ­ვე­ვე­ბით სავ­სე იქ­ნე­ბა. თუმ­ცა ბუ­ნე­ბით მებ­რ­ძოლ და პრინ­ცი­პულ თხის რქებს ეს კი­დევ უფ­რო გა­აძ­ლი­ე­რებს.
ბიზ­ნე­სი და კა­რი­ე­რა - პრო­ფე­სი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით ყვი­თე­ლი ძაღ­ლის წე­ლი­წა­დი, ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და გარ­დამ­ტე­ხი იქ­ნე­ბა თხის რქის­თ­ვის. ამ წელს შე­საძ­ლოა ბევ­რ­მა თქვენ­გან­მა შე­იც­ვა­ლოს სამ­სა­ხუ­რი, ახა­ლი საქ­მე წა­მო­იწყოს ან პრო­ფე­სი­ულ სფე­რო­ში და­წი­ნა­უ­რე­ბის რე­ა­ლურ შან­სებს გა­მოჰ­კ­რას ხე­ლი. თუმ­ცა, გახ­სოვ­დეთ, ეს ყვე­ლა­ფე­რი დი­დი შრო­მი­სა და ემო­ცი­ე­ბის ფა­სად და­გიჯ­დე­ბათ.
ფი­ნან­სე­ბი - 2018 წე­ლი თქვენ­გან მეტ წინ­და­ხე­დუ­ლო­ბა­სა და ეკო­ნო­მი­უ­რო­ბას ითხოვს. ეს კარ­გი პე­რი­ო­დია არა ხარ­ჯ­ვის, არა­მედ ინ­ვეს­ტი­რე­ბის­თ­ვის. შე­სა­ბა­მი­სად, აჯო­ბებს თან­ხე­ბის და­ბან­დე­ბა რა­ი­მე ტი­პის მომ­გე­ბი­ან საქ­მე­ში, სწავ­ლა­სა და სტა­ჟი­რე­ბა­ში.
სიყ­ვა­რუ­ლი - წლის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნე­ბი სა­სიყ­ვა­რუ­ლო კუთხით, ძი­რი­თა­დად 2018 წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში გან­ვი­თარ­დე­ბა. ბევრ თქვენ­განს მო­უ­წევს სე­რი­ო­ზუ­ლად მო­ე­კი­დოს აქამ­დე არ­სე­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბებს და ბო­ლოს და ბო­ლოს, თვა­ლი გა­უს­წო­როს ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს, რო­მელ­საც ეს კავ­ში­რი აკის­რებს. და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი თხის რქე­ბის­თ­ვის კი პარ­ტ­ნი­ორ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი, ერ­თ­გ­ვარ გა­მოც­დად იქ­ცე­ვა ცხოვ­რე­ბა­ში.

მერ­წყუ­ლი
ძაღ­ლის წე­ლი, ერ­თობ არა­თა­ნა­მიმ­დევ­რუ­ლი და ცვა­ლე­ბა­დი იქ­ნე­ბა თქვენ­თ­ვის. წლის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი მშვი­დად ჩა­ივ­ლის, მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან კი თა­ვად და­იწყებთ თავ­გა­და­სავ­ლე­ბის ძი­ე­ბას.
ბიზ­ნე­სი და კა­რი­ე­რა - სამ­სა­ხურ­ში წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში რუ­ტი­ნა და მშვი­დი გა­რე­მო შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა. თუმ­ცა შე­საძ­ლოა იყოს პრო­ფე­სი­ულ სარ­ბი­ელ­ზე წვრილ­მა­ნი სირ­თუ­ლე­ე­ბი, რაც კო­ლე­გებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბით მოგ­ვარ­დე­ბა. წლის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან კი მო­სა­ლოდ­ნე­ლია და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სავ­ლის წყა­რო­ზე და­ფიქ­რ­დეთ ან სუ­ლაც და­წი­ნა­უ­რე­ბა მო­ითხო­ვოთ სამ­სა­ხურ­ში.
ფი­ნან­სე­ბი - შესაძლოა, ზაფხუ­ლის ბო­ლომ­დე სა­კუ­თარ­მა ფი­ნან­სურ­მა შე­მო­სავ­ლებ­მა სავ­სე­ბით და­გაკ­მა­ყო­ფი­ლოთ. თუმ­ცა, უკ­ვე შე­მოდ­გო­მი­დან, დი­დი ალ­ბა­თო­ბით რა­ღაც გრან­დი­ო­ზუ­ლი მი­ზა­ნი გა­გიჩ­ნ­დე­ბათ და ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად მზად იქ­ნე­ბით და­მა­ტე­ბით იშ­რო­მოთ. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­ა­ფუ­ჭებს თქვენს ურ­თი­ერ­თო­ბებს გარ­შე­მო მყო­ფებ­თან.
სიყ­ვა­რუ­ლი - წლის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი მშვი­დი და პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დი იქ­ნე­ბა. თუმ­ცა, წლის მი­წუ­რულს უფ­რო მე­ტი შე­მო­სავ­ლის სურ­ვილ­მა და და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბის რა­დაც უნ­და და­გიჯ­დეთ, მიღ­წე­ვის სურ­ვილ­მა შე­საძ­ლოა საგ­რ­ძ­ნობ­ლად გა­ა­ფუ­ჭოს თქვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი პარ­ტ­ნი­ორ­თან. ნუ მო­ი­მი­ზე­ზებთ მო­უც­ლე­ლო­ბას. მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ნა­ხეთ დრო ოჯა­ხის­თ­ვის. წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში შე­დე­გე­ბი ერ­თობ არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო იქ­ნე­ბა.

თევ­ზე­ბი
თქვენ სრუ­ლი­ად ახალ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს აღ­მო­ა­ჩენთ სა­კუ­თარ თავ­ში და შე­სა­ბა­მი­სად, უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვ­ლით სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბა­საც.
ბიზ­ნე­სი და კა­რი­ე­რა - 2018 წლის მან­ძილ­ზე შე­საძ­ლოა რუ­ტი­ნულ­მა სამ­სა­ხურ­მა თა­ვი იმ­დე­ნად მო­გა­ბეზ­როთ, რომ თუ მთლად სამ­სა­ხუ­რის ცვლი­ლე­ბა არა მი­სი საყ­ვა­რე­ლი ჰო­ბით გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­ზე მა­ინც და­იწყოთ ფიქ­რი. ჰო­და, გა­მო­რიცხუ­ლი არ არის ჰო­ბი სა­მო­მავ­ლოდ სტა­ბი­ლუ­რი ფი­ნან­სუ­რი შე­მო­სავ­ლის წყა­რო­დაც კი იქ­ცეს თქვენ­თ­ვის.
ფი­ნან­სე­ბი - ძაღ­ლის წე­ლი უნი­კა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს გა­გიშ­ლით თვალ­წინ, რო­მელ­თა­გა­ნაც ყვე­ლა­ზე კარ­გი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბით ფუ­ლის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის შან­სე­ბი იქ­ნე­ბა. დრო დად­გა სა­კუ­თარ ჰო­ბის მე­ტი პა­ტი­ვის­ცე­მით მოექცეთ. გახსოვდეთ, რაც სიყ­ვა­რუ­ლით იქ­მ­ნე­ბა, ასე­თი­ვე სიყ­ვა­რუ­ლით იყი­დე­ბა ხოლ­მე.
სიყ­ვა­რუ­ლი - წლის მან­ძილ­ზე პარ­ტ­ნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კუთხით არა­ერ­თი სი­ურ­პ­რი­ზი გე­ლით. შე­საძ­ლოა უკ­ვე არ­სე­ბულ პარ­ტ­ნი­ორ­ში ისე­თი თვი­სე­ბე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნოთ, რაც რბი­ლად რომ ვთქვათ, `თვალს მოგ­ჭ­რით~. თუმ­ცა, თუ­კი ისე მოხ­და, რომ ურ­თი­ერ­თო­ბას გან­შო­რე­ბით და­ას­რუ­ლებთ, ნუ იდარ­დებთ - ზაფხუ­ლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბი ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლის პოვ­ნის შან­სებს გი­წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლე­ბენ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და შეფ-მზა­რე­უ­ლად და კარ­გად იცის ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გე­მოვ­ნე­ბა:
აღარ ვაპირებ "საიდუმლო სანტას" თავი გავაბითურებინო
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
"კე­თილ­დღე­ო­ბა თა­ვი­სით არ მო­დის, უნ­და წახ­ვი­დე და ის აიღო"
ახ­ლა­ხან ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მსოფ­ლიო დღე აღი­ნიშ­ნა.
შე­მოდ­გო­მა ჯა­დოს­ნუ­რი პე­რი­ო­დია და ბევ­რის­თ­ვის ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დაწყე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვას­თან ასო­ცირ­დე­ბა.
ამ­ბო­ბენ, მას­წავ­ლებ­ლო­ბა და­უ­ფა­სე­ბე­ლი პრო­ფე­სიააო, მაგ­რამ არა მგო­ნია, ასე იყოს
"პალიტრა L"-ში ხშირად შემოდიოდა მომხმარებელთა ზარები, წერილები. გვთხოვდნენ, ეს წიგნი როგორმე მეტად ხელმისაწვდომი გაგვეხადა
ბრმა დე­გუს­ტა­ცი­ით და­იწყო ხმის მი­ცე­მა სა­უ­კე­თე­სო ღვი­ნის სა­ხე­ო­ბე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად
რო­გორ ვი­ყოთ აუღელ­ვე­ბელ­ნი უტიფ­რო­ბი­სა და თავ­ხე­დო­ბის სა­პი­რის­პი­როდ
კვირის სიახლეები
რა შეიცვლება მომავალი წლიდან "მხრჩოლავი ჯიპების" ქალაქში?
ე.წ. ტექდათვალიერება საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდება
0 კომენტარი
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
11 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
9 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
8 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი